პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით,  კახეთში ქარსაფარი ზოლის მოწყობისა და კოოპერატივების საქმიანობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართება

14-15 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, დაგეგმილია კომიტეტის გასვლითი შეხვედრები კახეთის რეგიონში ქარსაფარი ზოლის მოწყობისა და კოოპერატივების საქმიანობის საკითხებზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კომიტეტის წევრი დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერებენ გურჯაანისა და დედოფლისწყაროში არსებულ ქარსაფარ ზოლებს, ასევე ეწვევიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული კოოპერატივების წარმომადგენლებს, სადაც განიხილავენ იმ ძირითად საჭიროებებს რაც კოოპერატივების წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, ამასთან კომიტეტის წევრები გააცნობენ საკომიტეტო მოკვლევის დეტალებს კოოპერატივების შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებსა და ფერმერებთან ერთად დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრა ქარსაფარი ზოლების მოწყობის საკითხთან დაკავშირებით, სადაც მხარეებს კომიტეტის წევრები წარუდგენენ კომიტეტის ფარგლებში შემუშავებულ კანონის პროექტს და მოისმენენ მათ მოსაზრებებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს