ზურაბ ჯაფარიძე „ქართულ ოცნებაზე“ - ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარის დაკავება ამათთვისაც კი ნამეტანია

"ქართული ოცნების” გადაწყვეტილებების პროგნოზირება რთულია, მაგრამ მგონია, რომ ორივე შემთხვევაში - დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას, არ აქვთ არჩევანი და თავად დაზარალდებიან, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელიას არ დააკავებენ, "მათსავე აღქმაში ჩაითვლება, იქნებიან სუსტები”.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა დემოკრატიასთან მიმართებაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარის დაკავება ამათთვისაც კი ნამეტანია. თუ არ დააკავებენ, მათსავე აღქმაში ჩაითვლება, რომ იქნებიან სუსტები, მათი გადმოსახედიდან ეს ასე ჩანს”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით“.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ