საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით - მარსმავლის მაკეტი საქართველოშიც დაჯდება

არის თუ არა სიცოცხლე მარსზე? ამის დასადგენად 18 თებერვალს მარსზე NASA-ს მარსმავალი დაჯდება. მარსმავლის ანალოგიური მოდელი საქართველოშივე დამზადდება, კომპანია JPL-ის მიერ და ნამდვილი მარსმავლის დაჯდომის პროცესის პარალელურად მისი პრეზენტაცია გაიმართება, 1:1 მასშტაბით. ღონისძიება მსოფლიოში მხოლოდ 1 ქვეყანაში - საქართველოში, საქართველოს უნივერსიტეტის და UG ლიმესის ორგანიზებით ჩატარდება. ტრანსლაციის ნახვას, კოსმოსის ენთუზიასტები, საქართველოს უნივერსიტეტის facebook გვერდზე შეძლებენ, 18 თებერვალს 23:30 საათიდან 01:00 საათამდე.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართავს NASA-ს წარმომადგენელი. ტრანსლაციაში ჩართული იქნებიან NASA-ს წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, საქართველოს უნივერისტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის და რობოტიკისა და ელექტრონიკის აკადემიის - იუჯი-ლიმესის წარმომადგენლები.

ღონისძიების თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება ამ ბმულზე

https://www.facebook.com/TheUniversityofGeorgia

(R)

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება