ვახუშტი მენაბდე - საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტისგან კანონპროექტის პირველადი ვერსია მივიღეთ - მართალი გითხრათ, უფრო ამბიციურ პროექტს ველოდით

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტისგან კანონპროექტის პირველადი ვერსია მივიღეთ - მართალი გითხრათ, უფრო ამბიციურ პროექტს ველოდით, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ გააკეთა.

საარჩევნო რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყების წინ მენაბდემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით გადაგზავნილია და ყველა რეკომენდაცია ძალაში რჩება.

„ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი დაკომპლექტება, რომელიც ოპოზიციის გარანტირებულ ჩართულობას უზრუნველყოფს - ოპოზიციის ჩართულობის გარეშე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ვერ უნდა დაინიშნონ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, პროპორციული ასპექტის კიდევ მეტად გაზრდა, ვიდრე ეს წარმოდგენილ პროექტში არის მოცემული. გარდა ამისა, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით დასაზუსტებელია მთელი რიგი საკითხები. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ამ რადიუსში ისეთი ადამიანები არ იყვნენ, ვისი იმ მომენტში იქ ყოფნა ნებადართული არ არის. საარჩევნო უბნის პერიმეტრზე გაურკვეველი ადამიანები არ უნდა იყვნენ არც აღრიცხვისათვის, არც მიტინგისთვის და არც სხვა რაიმე მიზნით. არსებობს რამდენიმე ტიპის ჯგუფი, ვისაც იყენებენ. ესენი არიან აქტივისტები, რომლებსაც აყენებენ უბნის ტერიტორიაზე როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ასევე არიან კოორდინატორები და სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტები - დაწყებული გავლენიანი ადამიანებით, კრიმინალთან ახლოს მყოფი პირებით დასრულებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვახუშტი მენაბდემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა