შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი ყველა გონივრულ შენიშვნას გაითვალისწინებს

„ქართული ოცნების“ წევრი, საარჩევნო სისტემაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ერთ- ერთი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა გონივრული შენიშვნა გაითვალისწინოს. მისივე თქმით, დოკუმენტის პირველადი ვერსია უკვე შედგენილია და ის „მოქალაქეებსა" და „ქართულ ოცნებას" შორის გაფორმებულ მემორანდუმში ასახული პუნქტების ნორმატიულ ტექსტს წარმოადგენს.

„ჩვენ შემჭიდროვებულ ვადებში ვმუშაობთ, რადგან პირველ მარტს უკვე ინიცირება უნდა მოხდეს კანონპროექტის. დღეს ჩვენ რაც წარმოვადგინეთ, ეს არის მემორანდუმზე დაფუძნებული ნორმატიული ტექსტი, რომელშიც ასახულია მემორანდუმის პუნქტები. დღეს გვექნება მსჯელობა და ყველა შენიშვნა რაც შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, განხილვის საკითხი იქნება. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში შევჯერდებით. ვნახოთ, რა შენიშვნები აქვთ, მოწადინებულები ვართ, რომ საბოლოო ჯამში გვქონდეს ისეთი სისტემა, რომელზეც ყველა მეტ- ნაკლებად ვთანხმდებით, რომ არის კარგი სისტემა, ამიტომ ყველა გონივრულ შენიშვნას გავითვალისწინებთ,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ პირველად სამუშაო დოკუმენტს არასამთავრობო სექტორი უკვე გაეცნო და მასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ, რომელიც ცესკო- ს დაკომპლექტებას, ასევე რადიუსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა