გიგა ბოკერია - მე და ჩვენს გუნდს ბატონ ვაშაძესთან ამ ეტაპზე, ამ ფაზაში ბლოკი არც განგვიხილავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ბლოკის შექმნა არც განუხილავს.

ამის შესახებ მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე ამბობს, რომ პარტიაში გიგა ბოკერიას დარჩენის შემთხვევაში „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნა რთული იქნება.

„მე და ჩვენს გუნდს ბატონ ვაშაძესთან ამ ეტაპზე, ახლა, ამ ფაზაში ბლოკი არც განგვიხილავს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, როგორც „ინტეპრესნიუსს“ გიორგი ვაშაძემ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გიგა ბოკერია პარტიულ თანამდებობაზე დარჩება, „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნა რთული იქნება და ამის მიზეზი არის ის, რომ ხალხი სიახლეს ეძებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს“ და „ევროპულ საქართველოს“, ასევე ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის ახალი პოლიტიკური კოალიციის შექმნის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ცნობით, აღნიშნული პარტიები და პოლიტიკოსები „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ პარტია განახლდება და ლიდერების არსებული შემადგენლობა - დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია მართვის სადავეებს ჩამოცილდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა