იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე ოპოზიციონერების რეაქცია იყო „ქაოსი, დესტრუქცია და ყაყანი“

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩმა“ ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენა, რაზეც პასუხები ვერ მიიღო. მისი თქმით, ამ საკითხებზე ოპოზიციონერების რეაქცია იყო „ქაოსი, დესტრუქცია და ყაყანი“.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციონერებისგან მოისმინა, რომ ისინი „მიშას თამაშს თამაშობენ“, რაც გულისხმობს იმას, რომ „ნიკა მელია პოლიტპატმრად ახლა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს და მას ურჩევნია მელია გაწიროს“.

„სამი საკითხი იყო, ერთი ის, მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რომელზეც პასუხი ვერ მოვისმინეთ. მეორე საკითხი იყო ის, რომ არჩევნები რომ გაყალბდა და ფასილიტატორებს ვერ ვარწმუნებთ, გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენ მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას და გვექნებოდა არგუმენტი ფასილიტატორებთან, რაზეც ასევე დუმილი იყო. მესამე საკითხი იყო, რა მოხდებოდა, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა არსებობდა და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ატყდა ყაყანი და ჩვენი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო მიშას თამაში, ვეკითხებოდით სხვადასხვა ადამიანებს, რომ თქვენ მართლა გინდათ მიშას თამაში? მიშას თამაში არის ის, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმრად ახლა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს. მას არ აწყობს ასევე პროპორციული ბარიერი და სერიოზული საუბარი იმაზე, მართლა გაყალბდა თუ არა არჩევნები. მას ურჩევნია, ნიკა მელია გაწიროს და ციხეში იყოს. არ ვიცი ნიკა მელიას, სავარაუდოდ, ნებაყოფლობით დაეთანხმა ამას“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, იაგო ხვიჩიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრა დატოვა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია