გიგი უგულავა - „ნაციონალურ მოძრაობაში" არ დავბრუნდები, ვრჩები „ევროპულ საქართველოში“

„ნაციონალურ მოძრაობაში" არ დავბრუნდები, ვრჩები „ევროპულ საქართველოში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა ის თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ფორმით.

„ჩემი პასუხია არა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ვიქნები. მე არანაირი თანამდებობრივი ამბიციები და მიზნები არ გამაჩნია. მე ვარ და ვრჩები „ევროპულ საქართველოში“. იმედია გიგა ბოკერია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც პარტიას განახლების შესაძლებლობას მიცემს. არანაირად სხვა პარტიაში გაწევრიანებას არ ვაპირებ პოსტბიძინურ ეპოქაში. შესაბამისად, მადლობა ყველას გულუხვი წინადადებებისთვის, მაგრამ მე ამ საკითხს არ განვიხილავ“, - განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა