სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ტუბერკულიოზთან დაკავშირებით ჩატარებული ეპიდკვლევების დიდი ნაწილი დაგვიანებით ხორციელდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ტუბერკულიოზთან დაკავშირებით ჩატარებული ეპიდკვლევების დიდი ნაწილი დაგვიანებით ხორციელდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016-დან 2019 წლის ჩათვლით პერიოდში ტუბერკულოზის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი განახორციელა.

როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ეპიდზედამხედველობის მექანიზმის აღსრულება გამართულად არ ფუნქციონირებს.

„ჩატარებული ეპიდკვლევების დიდი ნაწილი დაგვიანებით ხორციელდება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს არ აქვს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც განხორციელდება: ეპიდკვლევის ჩატარების დროულობის კონტროლი და ეპიდკვლევის ჩატარების შემდეგ, გამოკვლეული კონტაქტის ექიმთან მისვლის/არმისვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი”,- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კანონი „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ განსაზღვრავს არანებაყოფლობითი იზოლაციის მექანიზმს, როგორც უკიდურეს ზომას. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის პერიოდში კანონით დაშვებული მეთოდის გამოყენების საჭიროება 33 შემთხვევაში დადგა, მისი აღსრულების არც ერთი პრეცედენტი არ დამდგარა, აღსრულების შესაბამისი მექანიზმის არარსებობის გამო.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ