სალომე სამადაშვილი - არავინ აპირებს "გაატაროს" საქართველოში ახალი პოლიტპატიმრის შექმნა და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება - ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დიდი თავსატეხი იქნება

ნიკა მელიას საქმე არის თავიდან ბოლომდე უკანონობა და კანონის აბუჩად აგდება. ამიტომ აქ საუბარი იმაზე, რომ ამ კომპონენტში ჩვენ უნდა დავიცვათ კანონი, ეს აბსურდია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნება“ კუთხეში არის მიმწყვდეული და მას მელიას საქმიდან „კარგი გამოსავალი არ აქვს“.

„ რომ იყოს საუბარი საზოგადოებაზე, სადაც არსებობს კანონის უზენაესობა, სადაც ვსაუბრობთ რეალურად არა პოლიტიკურად შეთითხნილ საქმეზე, არამედ რეალურ დანაშაულზე იქ საერთოდ სხვა მოცვემულობაა როგორც მორალური, ასევე პოლიტიკური და იურიდიული. ამ შემთხვევაში, ვინც გავიდა სამართლებრივი ველიდან, ეს არის „ქართული ოცნება“. იმისთვის, რომ გავრილოვმა გადაუხადოს მადლობა აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ნიკა მელიას ერთხელ უკვე მოუხსნეს სადეპუტატო იმუნიტეტი და ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. ხვალ რას იზამენ, არ ვიცი, შეიძლება გაიმეორონ იგივე, რაც გააკეთეს. მაგრამ როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც თვითონ ადამიანი საკუთარი გადაწყვეტილებით თავს მიიმწყვდევს კუთხეში. ასე რომ, კუთხეში არის მიმწყვდეული „ქართული ოცნება“, რომელსაც აქედან კარგი გამოსავალი არ აქვს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, არავინ აპირებს გაატაროს საქართველოში ახალი პოლიტპატიმრის შექმნა და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება.

„იმ პრობლემატურ საქმეებს, რომელიც უმრავლესობასა და ოპოზიციის შეთანხმების გზებს ხერგავს, ხვალ ან ზეგ დამატებით ახალი პოლიტპატიმარი გაჩნდება ნიკა მელიას სახით. ვინ მიდის ამ ნაბიჯებზე? – „ქართული ოცნება“. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან მაღალი რეზონანსი შევქმნათ ამის გარშემო, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. არავინ აპირებს „გაატაროს“ ეს საქმე. არ ვიცი, რას ფიქრობს „ქართული ოცნება“, რადგან ეს მისთვის ძალიან დიდი თავსატეხი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს გაამძაფრებს როგორც ქვეყნის შიგნით საპროტესტო მოძრაობას, ასევე გაიზრდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ზეწოლა. არავინ აპირებს გაატაროს საქართველოში ახალი პოლიტპატიმრის შექმნა და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება. ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელშია არჩევანი. რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არის წერტილის დასმა შეთანხმების მცდელობისთვის. ეს ორი წლის ბავშვისთვისაც გასაგებია. ახალი პოლიტიკური პატიმრის გაჩენა ქვეყანაში სერიოზული გამოწვევა იქნება „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა