მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე - ეს ადამიანი არის ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟი, ვის დასცინის?

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელია „ახლადგამოჩეკილ, ხელოვნურად შექმნილ ტიპაჟს“ უწოდეს. როგორც ყაველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ნიკა მელია საკუთარ თავს ქვეყანაზე მაღლა აყენებს.

„ეს ადამიანი არის ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟი, თითქოს დასცინის, მაგრამ ვის დასცინის. რა უნდა ამ ადამიანს, შეურაცხყოფას რომ აყენებს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციაა. საკუთარ ქვეყანაზე მაღლა აყენებს თავის თავს. თან რომ ამბობს, რომ კანონმორჩილია და ახსენებს რაღაც გვარებს, რომ იმის გამო არღვევს კანონს, რაღაც მარაზმში გადადის, ახლა დაირაზმება ოპოზიცია და რას იზამენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ?“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, ყაველაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია გავრილოვის თემით სპეკულირებს, რომ მმართველ გუნდს რუსეთის ხელისუფლებასთან რაღაც კავშირი აქვს.

„სადმე არის ხაზგასმული, ან სადმე ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ჩვენ რაიმე სახით რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირში ვართ? წარმოგიდგენიათ, რომ გავრილოვის თემით სპეკულირებენ, რომ ჩვენ რაღაც კავშირი გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. ეს ხომ სამარცხვინოა. ამას არცერთი მოქალაქე აღარ ჭამს. ეს ხომ შეუძლებელია. ისეთ დონეზე დაეცნენ, რომ სხვა სალაპარაკო აღარ აქვთ“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ. ამასთან, გავრილოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

იხილეთ ვიდეო: ეს ადამიანი არის ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟი, ვის დასცინის?

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს