ნინო წილოსანი საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

„ერთმანეთს ის საკითხები და პრიორიტეტები გავაცანით, რომლებზეც ერთი მხრივ კომიტეტი, მეორე მხრივ, საფრანგეთის მთავრობა მუშაობს. მოხარული ვარ, რომ მრავალი გადაკვეთის წერტილი ვნახეთ. ის ბიზნესწარმომადგენლობა და საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც აგრარული მიმართულებით მუშაობენ ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი რესურსია იმისთვის, რომ ურთიერთთანამშრომლობით ევროპული სტანდარტები მივიღოთ და დავნერგოთ. შეხვედრაზე ყურადღება დავუთმეთ ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებას განათლების სექტორში აგრომიმართულებით. საუნივერსიტეტო დონეზე ეს კავშირები არსებობს და ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები სამომავლოდ სტუდენტების გაცვლითი პროგრამების მეშვეობით. ბუნებრივია, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, რაც დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია გვქონდეს სხვადასხვა, მათ შორის, აგრარული სექტორის მიმართულებით. შესაბამისად, დავსახეთ თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა