დავით ზილფიმიანი -  სახეზეა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საბოტაჟი რადიკალური ოპოზიციის, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან

სახეზეა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საბოტაჟი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, პირველ რიგში, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ,- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სოზარ სუბარის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჩაკეტვას გეგმავს.

როგორც ზილფიმიანმა აღნიშნა, ამის მიუხედავად ის მხარს არ უჭერს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას, რადგან პროკურატურის არგუმენტები არასაკმარისია. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა მელიას თავდაპირველად გირაოს თანხა 30 000 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს, პროკურატურა მას რეალურად გირაოს ნაწილის გადაუხდელობას ედავება.

"დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გირაოს ნაწილის გადაუხდელობაზე, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ თანხმობა მივცეთ იმუნიტეტის მოხსნაზე. ეს სახეზეა, ის რომ ქვეყანაში მიმდინარეობს საბოტაჟი, ეს ჩემი სიტყვები არაა, ამას ლაპარაკობს სრულიად საერთაშორისო საზოგადოება. საბოტაჟი მიმდიანარეობს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის "ნაციონალურო მოძრაობის" მხრიდან პირველ რიგში, მაგრამ თუ დავუბრუნდებით დღევანდელ საკითხს, ეს სულ სხვა მიმდინარეობაა, აქ უნდა შემოსულიყო გადაწყვეტილება სასამართლოსი ნიკანორ მელიას საკითხზე, რის გამოც საერთოდ აღიძრა საქმე და ეს იყო შეჭრის მცდელობა. სინამდვილეში შემოვიდა არა ეგ, არამედ გირაოს ნაწილობრივი გადახდის საკითხი, ამიტომ ეს არ არის ჩვენთვის საკმარისი,"- განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისათვის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ "სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა