ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში „ვიზიტით“ იმყოფება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი 3-დღიანი „ვიზიტით“ რუსეთის ფედერაციაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბიბილოვის „პრესსამსახური“ ავრცელებს.

„მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა რუსეთის ოფიციალურ პირებთან. შეხვედრის დროს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ბიბილოვი მოსკოვს ოკუპირებულ ცხინვალში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ეწვია. ზოგიერთი დეპუტატი ბოიკოტს უცხადებს პარლამენტის სხდომებს და ე.წ. „გენერალური პროკურორის“ ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას და ცხინვალის მკვიდრის, ინალ ჯაბიევის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვს. გარდა ამისა, ე.წ. „ხელისუფლების“ ოპონენტები ამჟამინდელ „ხელისუფლებას“ არალეგიტიმურად თვლიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს