ნათია თურნავა - პანდემიის პირობებში კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს, კერძოდ „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის ნაწარმის კონტეინერების მწარმოებელი საწარმო „ალფა პეტი“ დაათვალიერა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია 2018 წლიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით სარგებლობს და ცოტა ხნის წინ ამავე კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით გაფართოვდა, რის შემდეგაც რძის ნაწარმის კონტეინერების წარმოება დაიწყო.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის ძალიან კონკურენტუნარიანი ქართული საწარმო, რომელიც არა მხოლოდ ქართულ ბაზარს ამარაგებს, არამედ უკვე გავიდა ექსპორტზე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში.

„კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს, კერძოდ „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით. აღსანიშნავია, რომ „ალფა პეტის“ პროდუქცია უკვე გავიდა ექსპორტზე რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ არათუ შეამცირა წარმოება, პირიქით გაფართოვდა და სამომავლოდ ამ კუთხით კარგი პერსპექტივებიც აქვს. ახალი დანადგარი, რომელიც კომპანიამ სახელმწიფოს დახმარებით შეიძინა და დღეს სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, აძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია მიაწოდოს როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ბაზარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სამინისტროს ცნობით, კომპანია ამ ეტაპზე 54 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის ძირითადად ადგილობრივებს და უახლოეს ხანებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ. „ალფა პეტის“ განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს. საწარმოს მინისტრთან ერთად ასევე სტუმრობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს