კარლ ჰარცელი - სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი - ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაცია და სახიფათო ტრაექტორიაა

სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი - ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განუცხადა.

ჰარცელი მოუწოდებს მხარეებს, გააკეთონ განცხადებები და გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ არსებული ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდეს.

„რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო, ერთია სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება“, - აღნიშნა ჰარცელმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს