ევროკავშირის ელჩი მელიას საქმეზე - მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ და შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს

ჩვენ მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ, - ასე უპასუხა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად შეიძლება ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ჩიხში შევიდეს.

კარლ ჰარცელი ეჭვობს, რომ მელიას საქმე საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას გაართულებს და კიდევ უფრო გადაწევს მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღს.

„რა თქმა უნდა, ეს ყველას ეჭვია. ვშიშობ, რომ უფრო ფართო შედეგები ექნება, რომელსაც ვხედავთ ორივე მხარის წარმომადგენელთა რეაქციებიდან. ეს დიალოგთან დაბრუნებისა და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას უფრო გაართულებს. მე არ მაქვს ბროლის ბურთი, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შიში და მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ჩემს წინასწარმატყველებაში მართალი არ აღმოვჩნდები.

რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სინათლის სიჩქარით მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ. ამ უკანასკნელი კრიზისიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს“, - განაცხადა ჰარცელმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი