„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ზამთრის საბურავებზე გაორმაგებულ ფასდაკლებას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ზამთრის საბურავებზე გაორმაგებულ ფასდაკლებას სთავაზობს. მათივე ინფორმაციით, „თეგეტა მოტორსში“ 21 თებერვლის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს.

„ მიმდინარე კვირაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია უხვი ნალექი, მათ შორის დედაქალაქშიც, სადაც უკვე მოვიდა თოვლი. ამინდის გაუარესებასთან ერთად გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია, ავტომობილი შესაბამისად მომზადებული და გამართული გვყავდეს. აღნიშნული თარიღის ჩათვლით მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიძინონ ზამთრის საბურავები, აკუმულატორები, ზეთები და სერვისი გაორმაგებული, 20%-მდე, ფასდაკლებით. Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს ზამთრის საბურავების შეძენისას დამატებით მიიღებთ უსასრულო გარანტიას, რაც ნიშნავს, რომ საბურავის ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში თეგეტა უსასყიდლოდ აღგიდგენთ ან აგინაზღაურებთ საბურავის ღირებულების 100%-მდე თანხას. ახალი აკუმულატორების შეძენისას, მიმდინარე ფასდაკლებასთან ერთად, დამატებით მიიღებთ შეღავათს ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში. თუ არ გაქვთ დრო, ეწვიოთ თეგეტას და ისარგებლოთ მოცემული შეთავაზებებით შეგიძლიათ, გამოიძახოთ პერსონალური მენეჯერი, რომელიც თქვენთვის სასურველი ადგილიდან გადაიყვანს თქვენს ავტომობილს სერვისცენტრში, უზრუნველყოფს ყველა საჭირო სერვისის ჩატარებას და დაგიბრუნებთ გამართულს თქვენთვის სასურველ მისამართზე. მოამზადეთ ავტომობილი ცივი და თოვლიანი ამინდებისთვის, იმგზავრეთ მშვიდად და კომფორტულად "თეგეტასთან" ერთად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია