მაია ცქიტიშვილი - საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, პანდემიის მიუხედავად 2020 წელს 2000-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით

საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, პანდემიის მიუხედავად 2020 წელს 2000-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით,-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა “მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ძლიერ თვითმმართველობას ქმნიან კარგი საჯარო მოხელეები და ამისათვის გაგრძელდება მუნიციპალიტეტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები.

„აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, მართვის ევროპული პრაქტიკების დანერგვა. ჩვენი სამინისტროს მხრიდან დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას. დაგეგმილი გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება თვითმმართველი ერთეულების საკუთარი უფლებამოსილებათა განხორციელების მხარდაჭერისთვის; გაგრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემის პროცესი; გაგრძელდება ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი. ამ ეტაპისთვის ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა დასრულდა საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში, ხოლო დანერგვის პროცესი მიმდინარეობს მომდევნო 21 მუნიციპალიტეტში“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა ინსტიტუციური დაახლოვება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ აუცილებელია კაპიტალური ხარჯების მაღალი დონის შენარჩუნება. ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში განაპირობებს მთელი ქვეყნის და რეგიონების ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. თუმცა, ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე ნიშნავს ინვესტიციას ქართულ კომპანიებში და სტაბილურ შემოსავალს რამდენიმე ათეული ათასი დასაქმებულისთვის. ყოველივე ეს გვაახლოებს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ეკონომიკურ განვითარების დონესთან. თუმცა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური დაახლოვება, მათ შორის რეგიონული განვითარების პოლიტიკაში ევროპული მეთოდოლოგიის უფრო აქტიურად გამოყენება.

უკვე დაწყებული გვაქვს ევროკავშირის „გონივრული სპეციალიზაციის“ მიდგომების აქტიური პილოტირება, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენასა და შესაბამისი განვითარების გეგმების შემუშავებას. ევროკავშირის ერთიანი კვლევის ცენტრთან ერთად საპილოტე რეგიონად შერჩეულია იმერეთის რეგიონი.

დავიწყეთ ტერიტორიული მოწყობის ევროპულ სტატისტიკურ კლასიფიკაციასთან დაახლოებაც, რომელზე დაყრდნობითაც მომავალში შევძლებთ ევროკავშირის სტრუქტურული და სხვა ფონდებიდან რეგიონების გამოთანაბრებისთვის მივიღოთ მსხვილი პროგრამული ინვესტიციები“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა