დიმიტრი ხუნდაძე მაია ცქიტიშვილს - ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს - მოგვეცით პირობა, რომ ეს გვერდი, თავისი რუკით დოკუმენტში არ იარსებებს

ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს - მოგვეცით პირობა, რომ ეს გვერდი, თავისი რუკით დოკუმენტში არ იარსებებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოსმენისას გააკეთა.

ხუნდაძემ მცხეთის გენერალური გეგმა გააკრიტიკა და როგორც განაცხადა, 6-წლის თავზე დასამტკიცებლად დევს დოკუმენტი, სადაც ყველას ინტერესია გათვალისწინებული, გარდა მოსახლეობისა.

„მოსახლეობის ინტერესი წარდგენილ დოკუმენტში არ იძებნება. თუკი ვინმე დამეხმარება, რომ ეს ინტერესი მაპოვნინოს, მე დიდად კმაყოფილი ვიქნები. რაც შეეხება ადმინისტრაციული შემადგენლის მცხეთიდან გატანას და ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს. მახსოვს, როცა ავტორები ზეპირსიტყვიერად ამის პრეზენტაციას აკეთებდნენ, თქვენი უკმაყოფილებაც იყო. ისინი შეგვპირდნენ, რომ რუკას დოკუმენტიდან ამოიღებდნენ, მაგრამ დოკუმენტში ისევ დევს. მოგვეცით პირობა, რომ ეს გვერდი, თავისი რუკით დოკუმენტში არ იარსებებს! დღეს ეს არსებობს და დოკუმენტი მუნიციპალიტეტში არის შეტანილი. ეს კონცეფცია ამ ფორმით არის თუ არა მისაღები?“ - მიმართა ხუნდაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს.

როგორც მაია ცქიტიშვილმა, პლენარულ სხდომაზე ხუნდაძის პასუხად განაცხადა, მცხეთის გენგეგმის კონცეფციის ჩანაფირი არ არის და ვერ იქნება მცხეთიდან ადმინისტრაციული ფუნქციის გადატანა სხვა დასახლებაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ