ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა მოსკოვში აფხაზეთის გავლით რკინიგზის პროექტზე იმსჯელეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა მოსკოვში რუსეთსა და სომხეთს შორის, აფხაზეთის გავლით, რკინიგზის გახსნის პროექტზე იმსჯელეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

ე.წ. სახალხო საკრებულოს დეპუტატმა, საერთაშორისო და თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ ასტამურ ლოგუამ რადიო „სპუტნიკთან“ განაცხადა, რომ პასუხისმგებლიანმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ არსებული რეალობა.

„ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. ადამიანებმა უნდა დაივიწყონ ილუზიები. პასუხისმგებლიანმა ქართველმა პოლიტიკოსებმა და მე ვფიქრობ, რომ იქ არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, უნდა მიიღონ არსებული რეალობა. ჩვენ გვერდიგვერდ უნდა ვიცხოვროთ საუკუნეების მანძილზე. აფხაზეთის ნაცვლად ვერ გაჩნდება იტალია, ხოლო საქართველოს ნაცვლად - საფრანგეთი. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ ნორმალურ და თანასწორუფლებიან პირობებში და მომავალში განვახორციელოთ არაერთი პროექტი. ჩვენ რეგიონში ქართველებისა და აფხაზების გარდა ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ირანელები, რუსები. ძალიან ვისურვებდით, რომ ქართველებთან ერთად არ ვიყოთ განხეთქილების ვაშლი რეგიონში, არამედ პირიქით, მეტი ძალისხმევა მივმართოთ იმისთვის, რომ რეგიონი იყოს მშვიდობიანი და წყნარი. უნდა ვაღიაროთ არსებული რეალობა და არ აღვზარდოთ ახალი თაობა მტრულად, არ მოვუყვეთ ზღაპრები“ , - განაცხადა ლოგუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა