არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის სტატუსით ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ჩაერთვებიან

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის სტატუსით „ევროპელი სოციალისტების“ წევრი დეპუტატები - ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ჩაერთვებიან.

პარტია „მოქალაქეთა“ წარმომადგენლებს - ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს პოზიცია იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში არ ჩაერთვებიან, არ შეუცვლიათ.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციონერი დეპუტატები რაოდენობრივად ან უმრავლესობის წევრებზე მეტნი უნდა იყვნენ და წარმოდგენილნი იყვნენ თანაბარ-თანაბარი რაოდენობით. შესაბამისად, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებზეა დამოკიდებული, რა რაოდენობითა და შემადგენლობით დაკომპლექტდება კომისია.

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. საგამოძიებო კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.

დადგენილების მიღებიდან 3-დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები უნდა განსაზღვროს და დასამტკიცებლად ბიუროს წარუდგინოს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ