სკოლებში უსაფრთხოებაზე კონტროლი სამინისტროს მხრიდან გრძელდება

15 თებერვლიდან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე სისტემატურად სტუმრობს სხვადასხვა საჯარო სკოლას და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსთან გელა გელაძესთან ერთად ადგილზე აფასებს მოსწავლეებისა და სკოლების პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გატარებულ ზომებს.

„ეკატერინე დგებუაძე ამჯერად თბილისის 161-ე, 128-ე და 62-ე საჯარო სკოლებს ესტუმრა და მოსწავლეებსა და სკოლების ადმინისტრაციას საკლასო ოთახებში დაბრუნება მიულოცა. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არაერთი სამუშაო ჩატარდა როგორც უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის, ასევე, მოსწავლეებზე მორგებული საგაკვეთილო პროცესის ორგანიზების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სკოლას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიმართულებით. საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემატურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს