მამუკა მდინარაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევის პროცესში ბიძინა ივანიშვილი იყო ჩართული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევის პროცესში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო ჩართული.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ძალიან სპეკულაციურია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან.

„არავის არაფერი დაუბარებია. მე მგონია, რომ ძალიან სპეკულაციურია იმ ადამიანზე საუბარი, რომელზეც ყველამ კარგად იცით, მათ შორის თქვენც, რომ აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან, არამხოლოდ ჩვენი პარტიისგან და ჩვენგან, რაც პოლიტიკას შეეხება და მიმდინარე პროცესებს, არამედ, ზოგადადაც, ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებულია პოლიტიკისგან. ეს იცით თქვენ და იციან ჩვენმა ოპონენტებმა, თუმცა, მათი ამ ბოლოდრიონდელი ისტერიის ფონზე ხშირად ისმის მისი სახელი და გვარი, ეს გასაგებია, მესიჯბოქსის ნაწილია და დავიწყება უჭირთ“, - განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა დღეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისთვის დაეჭირათ მხარი.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილისთვის გამოცხადებულ ნდობას და მის პრემიერ-მინისტრად დასახელების საკითხს, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილმა ეს წარმატებული საქმეებით დაიმსახურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა