დავით ზილფიმიანი - ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ

„ევროპელი სოციალისტები" პრემიერ - მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ. აღნიშნულის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზილფიმიანის თქმით, მათი მხარდაჭერის ერთ- ერთი მიზეზი არის ის, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, მათ არ აკრიტიკებდნენ.

ამასთან, ჟურნალისტის დაზუსტებაზე, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიცია მთავრობას მხარს დაუჭერს, ზილფიმიანი პასუხობს -"ჩათვალეთ ეს პრეცედენტია".

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება მოხდა - ერთი დღეც კი არ დაჭირდა ხელისუფლებას, რომ ახალი კანდიდატურა წარმოედგინა. ჩვენ გვაქვს ღარიბაშვილის მიმართ ჩამოყალიბებული პოზიცია. თუ ჩვენ შევთავაზებთ მის მოღვაწეობას, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ის ახალგაზრდა ენერგიული კაცია და ძალიან დიდი დრო ჰქონდა კიდევ ერთხელ გადაეფასებინა თავის შესაძლო ქმედებები საკითხებზე, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მეტად წაადგება. მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო არჩევანი. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ეს განცხადება ჩვენ გავაკეთეთ იმიტომ, რომ მოვასწარით უკვე ერთმანეთში საუბარი და ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას ჩვენ მხარს დავუჭერთ.

ჩათვალეთ, რომ პრეცედენტია. ჩვენ ვართ ძალიან კონსტრუქციული ოპოზიცია და მხარს დავუჭერთ ირაკლი ღარიბაშვილს იმიტომ, რომ მისი პრემიერ- მინისტრად ყოფნის პერიოდში ყველა დანარჩენ შემთხვევასთან შედარებით გვქონდა ყველაზე ნაკლები კრიტიკა. ამიტომ ეს საკმარისი მიზეზია, რომ მხარი დავუჭიროთ,"- განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა