ვანო მაჭავარიანი - ეს არის გახარიას გაძევება პოლიტიკური სივრციდან

როდესაც გვყავს მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია ბიძინა ივანიშვილის კბილის ექიმით, დაცვის თანამშრომლით, მეორე დაცვის თანამშრომლით, მესამე დაცვის თანამშრომლით, მისი თანაშემწით, მდივნით და ამ შემთხვევაში ღარიბაშვილით, როგორც ჩანს, ამ კლანურ მმართველობას გაგრძელება აქვს და მანიშნებელია, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, უმრავლესობის სურვილი რომ არ ყოფილიყო გიორგი გახარიას წასვლა, მას პოლიტიკური სივრციდან არ გააძევებდნენ. მისივე თქმით, ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებაზე უარის თქმის გამო გუნდმა გახარიას კარისკენ მიუთითა.

„ეს არის გახარიას გაძევება პოლიტიკური სივრციდან. თუ არ უნდოდა გახარიას წასვლა „ქართულ ოცნებას“, ყველაფერს გააკეთებდა, რომ ის არ წასულიყო. რასთან გვაქვს საქმე - გახარია, პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს ამ ოპერაციის ჩატარებაზე და გადავადდა ეს ოპერაცია, მან ვერ შეძლო საკითხის გატანა და გუნდმა მიუთითა კარისკენ. რეალურად საქმე გვაქვს იმასთან, რომ პრემიერი ვერ ითანხმებს გუნდს, გუნდი კი საბაბს ეძებს იმისთვის, რომ გახარია ჩამოიცილოს. რას ემსახურება ღარიბაშვილის მოსვლა? - პოლიტიკის რადიკალიზაციას. თუ არჩევანია საბოლოოდ რადიკალიზაციის გზა აირჩიონ, თუ ემსახურება იმას, რომ რამე პოზიტივი შეიტანოს „ქართულ ოცნებაში“, როგორც პოლიტიკურ ძალაში? - ალბათ, პირველს. სხვა ამოცანა „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია, ალბათ, ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 3-4 პროცენტზე მეტს ვერ აიღებდა და ჩარეცხავდნენ, რაც ვიღაცის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ გამოვიდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, გახარია ვერ და არ გადადგამდა ამ ნაბიჯს, რომ არ ჰქონოდა სიგნალი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ამერიკელებისგან და ევროპელებისგან.

„გახარიამ მიიღო ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება, ის უყურებს ქვეყანას, როგორც ევროპული პოლიტიკის ნაწილს. შიდა ბრძოლაა. მათ [უმრავლესობამ] ჩათვალეს, რომ გახარიამ თავისი რესურსი ამოწურა. მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა იყვნენ. ალბათ, იყო განსხვავებული პოზიციები“, - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ ამ სიტუაციაში ღარიბაშვილის როლს, თუ როგორ მოგვარდება ქვეყანაში სიტუაცია, ის ძალიან პესიმისტურად უყურებს.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მართავს, როგორც თავის ჰოლდინგს, თავისი დირექტორებით, თანაშემწეებით და ა.შ.“.

„როგორც ჩანს, კობახიძე მას სჭირდება იმ საქმისთვის, რასაც ის ასრულებს პარტიაში და პარლამენტში. ღარიბაშვილი კი რამდენიმე წლის წინ მოხსნა და ფაქტიურად, სახლიდან გამოსვლის საშუალებაც კი არ ჰქონდა, სრულ იზოლაციაში იყო ბიზნესისგანაც, პოლიტიკისგანაც, ურთიერთობებისგანაც. იყო შემთხვევები, როდესაც მას უარი უთხრეს რამდენიმეჯერ შეხვედრაზე, იყო ოჯახური საკითხი, როდესაც დაპატიჟა ადამიანები და მასთან არ მივიდნენ. საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო. ღარიბაშვილის საქმიანობას თუ გაიხსენებთ, პრემიერ-მინისტრობის დროს, შს მინისტრობის დროს, ძალიან ცუდ ამბებთან არის დაკავშირებული, პირადი საქმეები, პირადი ჩანაწერები, „ჰაკიმ-ფაშა“ რადიკალიზაცია და ა.შ. მის შემდეგ დრო გავიდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დროშა მას უჭირავს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა