თაკო ჩარკვიანი - გიორგი გახარიას სამინისტროებსა და გარკვეულ თანამდებობებზე თანამოაზრეები ჰყავს, მარტო არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მარტო არ არის და თავისი თანამოაზრეები სამინისტროებში ისევ ჰყავს.

როგორც ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ის გახარიას ფანი არასდროს ყოფილა, თუმცა, მისი შეფასებით, ყოფილ პრემიერს „სხვა ქარიზმა და სხვა ძალა ჰქონდა“.

გიორგი გახარიას ნამდვილად ჰყავს თანამოაზრეები. სამინისტროებში და გარკვეულ თანამდებობებზე მერწმუნეთ, გახარია არ არის მარტო. სულ რომ მისი კარგი ნაცნობები არ იყვნენ, მენტალურად და მსოფლმხედველობით დაიწყეს გარკვეულმა ადამიანებმა ფიქრი იმაზე, რომ იქ ყოფნა ახლა თავიანთი შვილებისთვის დანაშაული და შეცდომაა. ეს არის უდიდესი რამ, სტრუქტურის ჩამოშლა ასე იწყება. გახარიას სხვა ქარიზმა და სხვა ძალა ჰქონდა. აქ ორი აზრი არ არის. თუმცა, მე დიდი ფანი მისი არ ვყოფილვარ 20 ივნისიდან გამომდინარე, ეს გამორიცხული თემაა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრად დასახელებულ ირაკლი ღარიბაშვილს, თაკო ჩარკვიანის შეფასებით, ის მწვავე რადიკალიზმით გამოირჩევა თავისი სახელმწიფოს მიმართ და არის „ტროლთა ინსტიტუტის“ შემქმნელი.

„ის არის კორუფციაში ჩაფლული, სიბინძურეში რომ ჩაიტანა მთელი საზოგადოება. ეს არის ტროლთა ინსტიტუტის შემქმნელი, ეს არის პირადი კადრების, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქალბატონების ოჯახების პირადი კადრები რომ გამოატანინა ამ „ჰაკიმ ფაშამ“. ეს არის რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კი არა, ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ განწყობილი ადამიანი, რომლის მოსვლას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. თუ რაიმე უკავშირდებოდა მის სახელს, თუ „კასრების“ საკითხი უკავშირდებოდა, რატომ არავინ ვნახეთ იმ ამბიდან დაკავებულ-დაჭერილი? ეს იყო ავანტიურისტი, „შანტაჟისტი“, ეს იყო მილიონების და მილიარდების გამტანი საქართველოდან. ეს გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი! მე მითქვამს - ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი. ფრთხილად იყავით ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, ბატონო ირაკლი! ერთი ოჯახი გეყოფათ, თქვენ ხართ სიბინძურე საქართველოს თავზე შემოსული. თქვენ უკან ვინ დგას ის ვიცით. ლაშა ნაცვლიშვილს, ნუგზარ ფოფხაძის კარტელს და თქვენ კარტელს, თქვენს უშიშროების ინსტიტუციას საქართველოს არ დავანგრევინებ! ამიტომ ღირდა ჩემი ბოიკოტი, რომ ჩამოშლილიყო თქვენი და ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ინსტიტუცია. ოჯახები დააქციეს და დააქცია ირაკლი ღარიბაშვილის ბინძურმა ინსტიტუტმა. როგორ შეიძლება მისი და გახარიას შედარება? მიუხედავად იმისა, რომ ერთი სიტყვა არ იცის გახარიამ თაკო ჩარკვიანისგან ქათინაური, 20 ივნისის თავის თავზე არამღებ კაცს ვერასოდეს გმირობას ვერ შევაწერ, გამორიცხული ამბავია, დაივიწყოს გახარიამ! მაგრამ მათი შედარებაც გამორიცხული ამბავია. ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი სიბინძურე. არ დავასახელებ იმ ქალბატონის სახელს და გვარს, მაგრამ ოჯახი ააწუმპებინა თავისი მდედრიონით; დღესაც რო კორპორაციაში უზით“, - განაცხადა ჩარკვიანმა და დასძინა, რომ თუ ღარიბაშვილი რადიკალურ ნაბიჯს გადადგამს, ოპოზიცია მას აჩვენებს რადიკალურ ნაბიჯს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა