მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. სწორედ ამ მიზნით 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. ბიურო დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უმოკლეს ხანში მოხდება.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ გადადგა, მთავრობის მეთაურობის კანდიდატად კი "ქართულმა ოცნებამ" თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

იხილეთ ვიდეო: მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს