ვიქტორ ყიფიანი - ჩემი მოლოდინია, რომ ღარიბაშვილის სახით ვიხილოთ არა მხოლოდ პარტიისგან მხარდაჭერილი პრემიერი, ასევე საზოგადოების მიერ აღიარებული ავტორიტეტი და ქვეყნის მტკიცე ლიდერი

ჩემი მოლოდინია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახით ვიხილოთ არა მხოლოდ პარტიის მხრიდან მხარდაჭერილი პრემიერ-მინისტრი, ასევე საზოგადოების მიერ აღიარებული ავტორიტეტი და ქვეყნის მტკიცე ლიდერი“,-ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას.

როგორც ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანაბრად მოეთხოვება პარალელურ რეჟიმში როგორც ტაქტიკური, ისე სტრატეგიული საკითხების გადაჭრის უნარი.

„ამის აუცილებლობას კარნახობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ არსებული ვითარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის კვალდაკვალ, ქვეყანამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააგდოს ესოდენ აუცილებელი პოლიტიკური ცვლილებების ტემპი, ისევე როგორც განუხრელად მისდიოს ევროატლანტიკური ინტეგრირების კონსტიტუციით განსაზღვრულ კურსს. დღის წესრიგში ასეთი მრავალმხრივობა და კომპლექსურობა პრემიერისგან, როგორც პოლიტიკური ლიდერისგან, სახელმწიფო მართვის განსაკუთრებულ ცოდნასა და კომპეტენციას მოითხოვს; ხოლო საზოგადოებრივი აზრის მრავალფეროვნების ფონზე კი, ასევე, ითხოვს განსხვავებული შეხედულებების მოსმენას, მათ მიმღებლობას და სწორი ანალიზის შედეგად რაციონალურ გადაწყვეტილების მიღებაზე საკუთარი გუნდის დაყოლიებას და საზოგადოების დარწმუნებას. ერთი სიტყვით, ჩემი მოლოდინია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახით ვიხილოთ არა მხოლოდ პარტიის მხრიდან მხარდაჭერილი პრემიერ- მინისტრი, არამედ საზოგადოების მიერ აღიარებული ავტორიტეტი და ქვეყნის მტკიცე ლიდერი. მე არ მეგულება ამ ქვეყნის არცერთი ჭეშმარიტი გულშემატკივარი და პატრიოტი, ვინც ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარმატებას არ უსურვებს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა