ისლამისტებმა დასავლეთ აფრიკაში 18 ადამიანი მოკლეს

ისლამისტმა მებრძოლებმა ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთსა და მალის ცენტრალურ ნაწილში სულ მცირე 18 ადამიანი მოკლეს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ აფრიკის ამ ორ ქვეყანაში ხშირია „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ისლამისტების თავდასხმები.

Reuters-ი წერს, რომ გაერო-ს 15 000 სამშვიდობოსა და 5 100 ფრანგი სამხედროს ყოფნის მიუხედავად, ისლამისტებმა ამ ქვეყნებში გასული წლების განმავლობაში თავიანთი გავლენები გააფართოვეს.

მიმდინარე წელს მალიში, ბურკინა-ფასოსა და ნიგერში თავდასხმებს დაახლოებით 150 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის 100 ადამიანი ნიგერის ორ სოფელში იანვრის დასაწყისში მომხდარი თავდასხმის დროს დაიღუპა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025