ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, სასტუმროში ხანძარს ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი გარდაიცვალა - ინფორმაციას Sputnik ავრცელებს.

სააგენტო აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ გუდაუთაში, ოჩამჩირის ქუჩაზე მდებარე კერძო სასტუმროში ხანძრის ჩაქრობისას, ორი - 2018 და 2020 წლებში დაბადებული ბავშვის ცხედარი იქნა ნაპოვნი.

მათივე ინფორმაციით, მეხანძრეების ადგილზე მისვლისას ცეცხლის ალი უკვე შენობის რამდენიმე სართულზე იყო გავრცელებული. თვითმხილველის თქმით, სახლი რამდენიმე ოჯახს ჰქონდა ნაქირავები.

იხილეთ ვიდეო:ოკუპირებულ აფხაზეთში, სასტუმროში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს