ივანე მაჭავარიანი - ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ნაკლებეფექტურ და ზოგ შემთხვევაში წამგებიან პროექტებზე დავხარჯოთ ფული

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ნაკლებეფექტურ და ზოგ შემთხვევაში წამგებიან პროექტებზე დავხარჯოთ ფული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

„მაკროეკონომიკური სტაბილურობა ის ძირითადი საფუძველი და პლატფორმაა, რაზეც შეიძლება აშენდეს ნებისმიერი სხვა ინიციატივა.

კონკრეტული პროგრამები, მხარდაჭერა, ინვესტიციების მოზიდვის უამრავი პროგრამა და ინიციატივაა და იქნება, თუმცა, უნდა დაშენდეს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. თუ ეს საფუძველი არ იქნა მყარი, დამერწმუნეთ, ყველა სხვა ინიციატივა ფუჭი, წყალში გადაყრილი იქნება.

საბოლოო ჯამში, ინვესტორები უყურებენ რამდენად მდგრადია ქვეყანა იმ მოწყვლადობების მიმართ, რომელიც, სამწუხაროდ, ამ პერიოდმა მოგვიტანა.

მაკროეკონომიკური სტაბილურობა ნიშნავს ვალის თანდათანობით შემცირებას, დეფიციტის შემცირების საშუალებას, საბიუჯეტო ხარჯების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას“,-აცხადებს მაჭავარიანი.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს