ანრი ოხანაშვილი - ჩვენ მოლაპარაკების კარი არასდროს დაგვიხურავს - დაველოდოთ პოზიციებს ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, შეიცვალეს თუ არა დამოკიდებულება, რომ ნაცვლად რადიკალიზმისა, დემოკრატიული გზა აირჩიონ

ჩვენ მოლაპარაკების კარი არასდროს დაგვიხურავს, დაველოდოთ პოზიციებს ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან - შეიცვალეს თუ არა დამოკიდებულება, რომ ნაცვლად რადიკალიზმისა, დემოკრატიული გზა აირჩიონ ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რამდენად გაგრძელდება მოლაპარაკებები, ეს ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

"მოლაპარაკებებთან დაკავშირებით გაჟღერებულია ჩვენი პოზიცია, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს, ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვრჩებით ერთგული იმის, რომ პროცესები უნდა წარიმართებოდეს დემოკრატიულ ჩარჩოებში, სწორედ მოლაპარაკებების გზით და თუკი ვინმეს არ სურდა ეს მოლაპარაკებები, სამწუხაროდ ესენი იყვნენ რადიკალური ჯგუფები. ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, ჩვენი მხრიდან, რაც იყო დღის წესრიგი, რომ დემოკრატიულ ფარგლებში უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, ეს ძალაშია ისევ, ამიტომ უნდა დაველოდოთ შემდგომ პოზიციებს ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, შეიცვალეს თუ არა დამოკიდებულება, რომ ნაცვლად რადიკალიზმისა, აირჩიონ დემოკრატიული გზა, ამიტომ ეს მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა