ირაკლი ღარიბაშვილი - ზუსტად ისე, როგორც ცხრა წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან - 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი ზუსტად ისევე, როგორც 100  წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს

დღეს ზუსტად ისე, როგორც ცხრა წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან - დღეს 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ღარიბაშვილმა ყოფილ მმართველ პარტიას დამნაშავე ძალა უწოდა და განაცხადა, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისაგან გაათავისუფლა.

“2012 წელს ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო. ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდაგავართ. ჩვენ ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს ეს დამნაშავე ძალა. მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი და რადგან ხელისუფლების შერყევა ვერ შეძლეს, კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა დაიწყეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა