ვახტანგ გომელაური - ახალგაზრდებში სუიციდი უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია - ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, თუმცა საჭიროა მთელი საზოგადოების ჩართულობა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამართულ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ვახტანგ გომელაურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის უკან გარდაცვლილი 14 წლის არასრულწლოვანის სუიციდის თემაზე დეპუტატებს უპასუხა, რომ უმძიმესი თემაა და მის გადაჭრაში მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს.

"რაც შეეხება 14 წლის გოგონას სუიციდს, კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. სუიციდი, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საზოგადოებაში. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ მოუხერხებს. ჩვენ ვმუშაობთ პრევენციაზე, უამრავ რაღაცას ვაკეთებთ - საინფორმაციო რგოლები და ასე შემდეგ. მაგრამ თუ არ ჩაერთო მთელი საზოგადოება, ოჯახიდან დაწყებული დამთავრებული ყველა სამინისტრო, განათლება, მთელი საზოგადოება ამას ვერაფერს ვერ გავუკეთებთ ჩვენ მხოლოდ.

უმძიმესი თემაა, ძალიან დიდი სტრესია, ახალგაზრდებში მით უმეტეს და ძალიან ბევრია სამუშაო. მე ვფიქრობ ამაზე ყველა ჩვენთაგანმა, არა მარტო მე პირადად და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. სუიციდი მსოფლიოში არის პრობლემა, არამარტო საქართველოში, თუმცა საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, ქობულეთში, 14 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუა სოლომონ ცეცხლაძე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ პატიმრობაში დატოვა. ამასთან, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 23 წლის ნიკა ტაკიძე. მას გამოძიება სექსუალურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა