ლოპოტაზე მზის ელექტროსადგური „თიბისი ლიზინგის“ დაფინანსებით აშენდება

ლოპოტას ტბაზე „თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით 460 კილოვატიანი მზის ელექტროსადგური აშენდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “თიბისი ლიზინგიდან” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, “თიბისი ლიზინგის” დაფინანსების შედეგად „ლოპოტა ტბის სპა რეზორტი“ შეძლებს მაღალი ხარისხის ელექტროენგიის გამომუშავების თანამედროვე სისტემის გამართვას.

“ლოპოტას შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის ლიზინგით შეძენა 7 წლით დაუფინანსდება, რომლის დაფარვის შემდეგაც, 20 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგიით ისარგებლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის მოთხოვნა განპირობებულია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდით, რომელიც ამ ეტაპზე შეადგენს 0.3196 თეთრს 1 კილოვატზე.

ამ მასშტაბის პროექტს “თიბისი ლიზინგი“ პირველად ახორციელებს. „თიბისი ლიზინგი“ პროექტის ღირებულების 100 % -ს დააფინანსებს, რაც დანადგარების ყიდვის გარდა, ასევე, მათ მონტაჟს და დამატებით აქსესუარების შეძენასაც მოიცავს. ელექტროსადგურის ტექნიკურ აღჭურვას კომპანია „ჰელიოს ენერჯი“ უზრუნველყოფს.

მზის ენერგია განახლებად ენერგეტიკულ რესურს მიეკუთვნება, რომელიც ამოუწურავია, არ საჭიროებს მოპოვებას და ტრანსპორტირებას. მზის პანელები აგროვებენ სუფთა, განახლებად ენერგიას სინათლის სახით და მას ელექტროენერგიად გარდაქმნიან.

მზის ელექტრო სადგურის უპირატესობებია,მინიმალური ზიანი გარემოზე; სერვისისა და მოვლის დაბალი ხარჯები; გამარტივებული ექსპლუატაცია და დემონტაჟი; ცენტრალურ ქსელზე დაერთების შესაძლებლობა;გრძელვადიანი ინვესტიცია; ინვესტიციის უკუგების მცირე პერიოდი”, - აღნშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „თიბისი ლიზინგის“ გენერალური დირექტორი, გაგა გოგუა აცხადებს, ლოპოტას საშუალება ეძლევა ის თანხები, რომელიც წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადებს ხმარდებოდა, გამოათავისუფლოს და ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.

„ჩვენთვის მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ლოპოტას, რომ ის თანხები, რომელიც წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადებს ხმარდებოდა, გამოათავისუფლოს და ლიზინგის დაფარვის შემდეგ ისევ ბიზნესის განვითარებას მოახმარს,“ - განაცხადა გაგა გოგუამ.

მათივე ინფორმაცით, ლოპოტამ „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის ასაშენებლად ნებართვა უკვე მოიპოვა, სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო