ირაკლი ღარიბაშვილი - ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია

ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია - საერთო ეროვნული კონსენსუსი გვჭირდება, რომ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, პოლიტიკური დღის წესრიგი საერთო ეროვნული იდეებისგან გავმიჯნოთ, - ეს განაცხადება პარლამენტში პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯარის, პოლიციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია არ შეიძლება და დასძინა, რომ არ უკვირს, ოპონენტებს ასეთი დესტრუქციული პოლიტიკა რომ აქვს.

ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული და გაწვრთნილი ჯარი ჰყავს.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო თავდაცვის მინისტრად მუშაობა. ერთი წლის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვი, რომ მაშინ როცა პრემიერ-მინისტრი ვიყავი, ჯარის განვითარებას სათანადო ყურადღება და დრო ვერ დავუთმე. ზოგადად, ეს სისტემა ისე ვერ შევიგრძენი, როგორც საჭირო იყო. მადლობელი ვარ ჩვენი სამთავრობო გუნდის და ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც საშუალება და შესაძლებლობა მომცა, რომ ჩვენი საამაყო ჯარისთვის მემსახურა. მინდა ამ ტრიბუნიდან თითოეულ ჯარისკაცს გულწფელი მადლობა გადავუხადო - დაწყებული გენერლიდან, რიგითით დამთავრებული. ვარ ბედნიერი და დიდი პატივი იყო, რომ თავდაცვის მინისტრი ვიყავი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის უწყებაში ბევრი რამ გაკეთდა, რასაც ახალი მინისტრი წარმატებით განაგრძობს.

ირაკლი ღარიბაშვილი უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამას და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ ხედვებსა და გეგმებს აცნობს.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღესვე პლენარულ სხდომაზე გავა.

მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ცვლის.

თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში