დავით ზილფიმიანი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას

"ევროპელი-სოციალისტების” წევრი, დავით ზილფიმიანი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

როგორც ის ჟურნალისტებთან აცხადებს, ქვეყანაში არსებული პრობლემები არ იძლევა უფლებას, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა.

“ჩვენ დავრეგისტრირდით და არ დავუჭირეთ მხარი. იმ მიზეზების გამო, იმ მდგომარეობის გამო, რაც პროკურატურაში, სასამართლოშია, როგორ მდგომარეობაშიც ჩვენი მოსახლეობაა, იმ მცირე, გროშების გამო, რითაც ჩვენი მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები იკვებებიან. იმ პრობლემების გამო, რამაც დღეს ჩვენს ქვეყანას არ მისცა საშუალება, რომ ბოლომდე წელგამართული იყოს. ეს ყველაფერი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დღევანდელი მთავრობისთვის მხარი დაგვეჭირა.

თავის შეკავება რომ მდომებოდა, რეგისტრაციას არ გავივლიდით. ჩვენ გავიარეთ რეგისტრაცია და მხარი არ დავუჭირეთ”, - განაცხადა ზილფიმიანმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს, ზილფიმიანი ამბობს, რომ მის განცხადებებში მუქარა დაინახა, თუმცა მხოლოდ ქვეყნის მტრების მისამართით.

“ეს არის ქვეყნის მტრებისკენ მიმართული მუქარა და არა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. მუქარა დავინახე იმ ხისტ მიდგომაში, რომლითაც გადაწყვეტილია, რომ იბრძოლონ ქვეყნის მტრების წინააღმდეგ”,- განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. 2 - მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ