ირაკლი ღარიბაშვილი ნინო ლაცაბიძეს - გეთანხმებით, დემოგრაფია, მრავალშვილიანობის საკითხი საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან და მზად ვარ, აქტიურად განვიხილოთ საკითხი

გეთანხმებით, რომ დემოგრაფია, მრავალშვილიანობის საკითხი საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან და მზად ვარ, რომ აქტიურად განვიხილოთ აღნიშნული საკითხი, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის მიერ დასმულ კითხვას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის მზად არის საკითხი აქტიურად განიხილოს და ნინო ლაცაბიძეს მოუწოდა, თავადაც ჩაერთოს აღნიშნული მიმართულებით მუშაობაში.

„მრავალშვილიანების პოლიტიკას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით მე დრო დამჭირდება. მართლაც გეთანხმებით, რომ ამ საკითხს სჭირდება დამუშავება და სპეციალური პროგრამების ამოქმედება, მე მოგიწოდებთ, რომ თქვენც ჩართულიყავით და ერთობლივად შევიმუშაოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით. გეტყვით, რომ მრავალშვილიანობის წასახალისებლად, მე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი და ეს პროგრამა გადავიდა თავდაცვაშიც, მრავალშვილიანებს ჩვენ ცალკე დავუწესეთ დანამატები, ასევე შვილის შეძენაზე გვქონდა ჩვენ წამახალისებელი ერთჯერადი 1000 - ლარიანი დანამატები და ასე შემდეგ. გეთანხმებით, რომ დემოგრაფია, მრავალშვილიანობის საკითხი საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან და მზად ვარ, რომ აქტიურად განვიხილოთ აღნიშნული საკითხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ ირაკლი ღარიბაშვილს მრავალშვილიანი ოჯახების მდგრადი ეკონომიკური გაძლიერების თაობაზე დაუსვა კითხვა.

„მრავალშვილიანი ოჯახების მდგრადი ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეზე არაერთი სოციალური პროგრამა და სერვისი გვაქვს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა, მაშინ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ოჯახების გასაძლიერებლად. ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ აუცილებლად სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა, არ აქვს მნიშვნელობა სოციალურად დაუცველია თუ არა ოჯახი, აუცილებელია სახელმწიფოს თანადგომა იგრძნოს", - მიმართა ნინო ლაცაბიძემ ირაკლი ღარიბაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა