სოზარ სუბარი - მინდა მადლობა ვუთხრა ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული ოპერაციისათვის

მინდა მადლობა ვუთხრა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული ოპერაციისათვის, - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომელთაც მისივე შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მაღალ პროფესიონალურ დონეზე აღასრულეს.

სუბარის თქმით, ნიკა მელიას მიმართ არსებობდა სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის უფლება არავის აქვს და შს სამინისტრო ვალდებული იყო ეს გადაწყვეტილება შეესრულებინა.

„ბნელი ღამე და ქვეყნის დაქცევა მაშინ იწყება, როცა კანონი არ აღსრულდება. სხვათაშორის, ორ დღეში საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღეა. დამოუკიდებლობის დაცემა სწორედ იმან განაპირობა, რომ ქვეყნის შიგნით იყო ბოლშევიკური მეხუთე კოლონა, რომელიც კანონს არ ემორჩილებოდა და ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. დღეს საქართველოს სახელმწიფო ძლიერია, კანონი აღსრულდება, კანონს ყველა დაემორჩილება. ქვეყანას აზიანებს და ძირს უთხრის, როცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებით აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა დგანან - ეს არ მოხდება. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო დაღუპა იმან, რომ საქართველოში იყო მეხუთე კოლონა, რომელიც კანონს არ ემორჩილებოდა და ყოველ დღე აწყობდა დესტრუქციას", - განაცხადა სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სუბარის შეფასებითვე, „ნაციონალური მოძრაობის" აბდაუბდააა იმაზე საუბარი, რომ ნიკა მელია 20 ივნისს, რუსი დეპუტატის სერგეი გავროლოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაბრძანების გამო გამოწვეული პროტესტის გამოა დაპატიმრებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა