Facebook-ი ავსტრალიაში დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის

Facebook-ის ავსტრალიელ მომხმარებელს ახალი ამბების ნახვისა და გაზიარების შესაძლებლობა კვლავ მიეცემა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა.

„მთავრობამ განგვიმარტა, რომ შევინარჩუნებთ შესაძლებლობას, გადავწყვიტოთ, გამოჩნდება თუ არა ახალი ამბები Facebook- ზე, ასე რომ, იძულებითი მოლაპარაკებების მონაწილე ავტომატურად არ გავხდებით. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ იმ გამომცემლობებს, რომლებსაც ავირჩევთ, მათ შორის მცირე და ადგილობრივ გამომცემლობებს,“ - განაცხადა Facebook- ის ახალი ამბების პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტმა კემპბელ ბრაუნმა.

ინფორმაცია ავსტრალიის ხაზინადარმა, ჯოშ ფრიდენბერგმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ Facebook- ზე ახალი ამბების გვერდები "უახლოეს დღეებში" აღდგება.

კომპანია Facebook-მა ავსტრალიური მედია და სამაუწყებლო კომპანიები რამდენიმე დღის წინ დაბლოკა, გარდა ამისა, ავსტრალიელ მომხმარებელს ახალი ამბების ნახვა და გაზიარებაც აეკრძალა.

Facebook-მა ეს გადაწყვეტილება ახალი კანონპროექტის საპასუხოდ მიიღო, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიც Google და Facebook-ია, ახალი ამბების განთავსების ან გაზიარების გამო ავსტრალიური გამომცემლობებისთვის გარკვეული საფასურის გადახდას ავალდებულებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს