ქეთი ხუციშვილი - რადგან სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად მძიმდება, გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი

რადგანაც სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად მძიმდება, გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან, თავი შეიკავოს ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი, - ამის შესახებ ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხუციშვილმა მოუწოდა სამართალდამცავებსაც, რომ არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს.

„დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავაკეთეთ განცხადება, სადაც მკაცრად დავგმეთ მთავრობის ქმედებები და მოვუწოდეთ ორივე მხარეს იმისკენ, რომ იყოს თავშეკავება, არ მოხდეს ესკალაცია და არ გადავიდეს პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებში. რადგანაც სიტუაცია განმუხტვის ნაცვლად მძიმდება, კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ თავი შეიკავოს სისხლისღვრისგან, თავი შეიკავოს ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი მასსა და ოპოზიციას შორის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს! ნუ იზამთ ისე, რომ ფუნდამენტური უფლება გამოხატვის თავისუფლებისა იყოს დარღვეული ამ ქვეყანაში დღეიდან.

საერთაშორისო თანამეგობრობას გვინდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, რაც შეიძლება აქტიურად სცადონ, რომ ეს დამძიმებული სიტუაცია განიმუხტოს, დაიწყოს დეესკალაცია და დავუბრუნდეთ დემოკრატიის იმ ჩანასახებს, რომელიც ამ ბოლო წლებში იქმნებოდა ქვეყანაში“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს