ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი - საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაზე მოილაპარაკოს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისის ძალადობრივი დარბევისა და მისი ლიდერის, ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დაპატიმრების შესახებ ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების, ჯიმ რიშის, ჯინ შაჰინის, ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

კონგრესმენები ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და ამ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაზე მოილაპარაკოს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა