მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის განცხადებაზე - დაშინებული, კუთხეში მიყუჟული ივანიშვილის სანქციების პირდაპირი მუქარის ქვეშ გამოგდებული იაფფასიანი ტრიუკი

მოგიწევს ბორია, მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა! თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი,- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გენერალური პროკურატურის განცხადებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

"დაშინებული, კუთხეში მიყუჟული ივანიშვილის სანქციების პირდაპირი მუქარის ქვეშ გამოგდებული იაფფასიანი ტრიუკი პროკურატურის განცხადების მეშვეობით. მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა! თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი!", - წერს სააკაშვილი "ფეიბუქის" პირად გვერდზე.

ცნობისთვის, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. შესაბამისი განცხადება პროკურატურაში გაკეთდა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი.

„2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - განაცხადა გულუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია