„ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, მმართველი პარტია ქვეყანაში მიმდინარე ყველა საკითხს განიხილავს, ასევე განიხილავენ იმ საკითხებს, რომელიც პარლამენტში, სასესიო კვირაზე იქნება განხილული.

,,უმრავლესობის სხდომა სისტემატიურად იმართება, ყოველთვის განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს სასესიო კვირის წინ და იმ საკითხებს, რომელიც პარლამენტის სხდომებზე იქნება განხილული. ყველა მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ, განსაკუთრებულ თემატიკაზე, რომელიც უმრავლესობის სხდომის შემდეგ ეცნობა მოსახლეობას”, - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

მან ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას საქმეზეც ისაუბრა. მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორების პოზიცია, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია სტაბილური განვითარება და დეესკალაცია, მნიშვნელოვანი გზავნილია ასევე იმ ,,რადიკალური ოპოზიციისათვის, რომელიც სამწუხაროდ არ დგამს ნაბიჯებს, რომ პარლამენტში შემოვიდეს”.

,,მე ვთვლი, რომ ნიკა მელიას საქმე არის სამართლებრივი პროცესი და უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი განხილვის ჩარჩოში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია სტაბილური განვითარება და დეესკალაცია. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ასევე იმ რადიკალური ოპოზიციისათვის, რომელიც სამწუხაროდ არ დგამს ნაბიჯებს, რომ პარლამენტში შემოვიდეს და კონსტრუქციულ რეჟიმში - საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელოს დებატები”, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია