სალომე ზურაბიშვილი - კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა.

“კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!

ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა