გია ვოლსკი - შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, ეს არ არის წინადადება - რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძის და სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება

შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, არაა წინადადება - რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძისა და თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებს, პირველ რიგში, საზოგადოების მოთხოვნა მიიყვანს და ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში პოლიტიკოსებმა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე არ უნდა იფიქრონ.

“მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებს შორის, პირველ რიგში, საზოგადოების მოთხოვნა მიიყვანს, რომ ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში პოლიტიკურმა პარტიებმა არანაირად არ უნდა იფიქრონ იმაზე, რასაც პოლიტიკური დივიდენდების მიღება ჰქვია. მეორე, სისხლხორცეული დაინტერესებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში არ მოხდეს. ეს გარდა კეთილგანწყობისა განპირობებულია მათი ინტერესით რეგიონში, სტაბილური პარტნიორი მათთვის საგანგებო მნიშვნელობისაა. ეს ორი ფაქტორი იქნება განპირობებული იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეთ და კონკრეტული წინადადებით უნდა მივიდეთ. ის რომ შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, ეს არ არის წინადადება. რიგგარეშე არჩევნები ყველა ვინც აქ ვართ, ყველას რომ გვინდოდეს, ამის საფუძველი უნდა იყოს. ამის საფუძველი გუბაზ სანიკიძის, თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ