კოჯორში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

კოჯორში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი, ასმათ დარბაიძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, უამინდობამ კოჯორში გარკვეული პრობლემები შექმნა, რის გამოც მოსახლეობა რამდენიმე დღეა რაც ტელევიზიის და ინტერნეტის გარეშე იმყოფება.

როგორც ასმათ დარბაიძე "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, პრობლემის შესახებ აცნობეს „მაგთიკომს“, რაზეც პასუხად მიიღეს „სანამ კარგი ამინდი არ გამოვა, ვერ მოვალთ“.

„ეს დღეები, ცუდი ამინდები იყო. ქარმა ნახევარზე მეტი მოსახლეობის „მაგთიკომის“ ინტერნეტი დააზიანა. მე-11 დღეა ყველანაირი ინფორმაციის გარეშე ვართ. სანამ კარგი ამინდი არ გამოვა, ვერ მოვალთო, რა ვქნათ? ელექტროენერგია გვაქვს, მაგრამ „მაგთიკომის“ ხაზებია გაწყვეტილი. ინტერნეტი არ არის და მასწავლებლებს უჭირთ, ვერ ატარებენ ონლაინ გაკვეთილებს, გაკვეთილები ცდება“, - აცხადებს ადგილობრივი ასმათ დარბაიძე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა