ვიქტორ სანიკიძე - არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე, აქედან გამომდინარე, გამოირიცხა მღელვარებაც

არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე. აქედან გამომდინარე, გამოირიცხა მღელვარებაც, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით საუბარი უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე.

„დამშვიდებამდე უნდა ღელავდე, რა ინფორმაცია გაქვთ, რომ ღელავდა უმრავლესობა? მე არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე, არანაირი სანქციები ჩემამდე არ მოსულა, აქედან გამომდინარე, გამოირიცხა ეს მღელვარებაც,"- განაცხადა სანიკიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მელიას საქმეს და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება გამორიცხა.

"რანაირად არის პოლიტიკური პატიმარი, როცა გირაოს გადახდაზეა საუბარი და თვითონ არ იხდის, რანაირად შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური პატიმარი? მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებით - იმ ადამიანს, რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, დარწმუნებული ვარ, გადაიხდიდა და გარეთ იქნებოდა,“ - განაცხადა სანიკიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში