თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ჯიპ-ას ასოცირებულ პროფესორ, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელია დაკავების შემდეგ შიდა პოლიტიკაში ვითარება უკიდურესად გამწვავებულია. ხელისუფლების მტკიცებით, მან სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულა.

მას შემდეგ რაც ამ ამბავს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, ახლადარჩეულმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან დიალოგისათვის მზადყოფნის შესახებ განაცხადა. ოპოზიციამ ვიდრე მელია დაკავებულია ხელისუფლებასთან დიალოგი გამორიცხა.

დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად მხარეები პოზიციებს არ იცვლიან. ხელისუფლების წინადადებამ მელიამ გადაიხადოს გირაო, კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება, რადგან, ამ წინადადებას იურისტთა უმრავლესობა სამართლებრივ ნონსენსად აფასებს და ახლა უფრო დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ მელიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და მას სამართალთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

უკანასკნელ დღეებში ჩვენში განვითარებულ პროცესებს აშკარად მრავალი ასპექტი აქვს. ვიდრე მათ განხილვაზე გადავიდოდეთ კითხვას ასე დავსვამ - თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც შიდა პოლიტიკაში ხდება? ამ მოვლენებმა რა გვანახა - რატომ აღმოვჩდით ამ ვითარებაში?

- სანამ კითხვაზე გიპასუხებთ, მინდა ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას შევეხო. 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი შესრულდა. მინდა მადლობა გადავუხადრო საქართველოს ყველა მეგობარს, რომელმაც ჩვენს მიმართ თანადგომა გამოხატა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო აშშ-ს საელჩოს მიმართვა და ქართულად წაკითხული კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი. სამწუხაროა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა და მხოლოდ წინა წლებისათვის დამახასიათებელი საპორტოკოლო ღონისძიებებით შემოიფარგლა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო აშშ-ს საელჩოს მიმართვა და ქართულად წაკითხული კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი. სამწუხაროა, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა და მხოლოდ წინა წლებისათვის დამახასიათებელი საპორტოკოლო ღონისძიებებით შემოიფარგლა

რუსული ოკუპაციის 100 წლისთავის დღე უნდა ქცეულიყო პოლიტიკურ მანიფესტად, რომ ჩვენს ტკივილს მსოფლიო გამოხმაურებოდა, რომ კიდევ ერთხელ გაგვემახვილებინა ყურადღება, რომ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკა დღესაც გრძელდება, რომ საქართველოს კვლავაც მავთულხლართებით სერავენ და ყველას ერთად, მტკიცედ, ყველას გასაგონად დაგვეძახა - არა ოკუპაციას!

რუსული ოკუპაციის 100 წლისთავის დღე უნდა ქცეულიყო პოლიტიკურ მანიფესტად, რომ ჩვენს ტკივილს მსოფლიო გამოხმაურებოდა, რომ კიდევ ერთხელ გაგვემახვილებინა ყურადღება, რომ საბჭოთა რუსეთის პოლიტიკა დღესაც გრძელდება, რომ საქართველოს კვლავაც მავთულხლართებით სერავენ და ყველას ერთად, მტკიცედ, ყველას გასაგონად დაგვეძახა - არა ოკუპაციას!

შესადარებლად გეტყვით, რომ 26 თებერვალს, ყირიმის ანექსიის მე-7 წლისთავს პირადად პრეზიდენტი ბაიდენი გამოეხმაურა. მან ასევე ისაუბრა ამ თემაზე 19 თებერვალს, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც. სამწუხაროა რომ ამ გამოსვლებში საქართველოს არ ხსენებულა. ოკუაციის 100 წლისთავი არ არის უბრალო თარიღი, მაგრამ თუკი ჩვენ გავაუბრალოებთ, სხვას ყურადღებას ვერ მოვთხოვთ.

იმედია ასეთივე შეცდომას 9 აპრილს არ დავუშვებთ და დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს შესაბამისად აღვნიშნავთ.

ჩემს მიერ ახლა თქმული გარკვეულწილად თქვენს კითხვასაც პასუხობს. შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება, სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ცვლილებებია, უაღრესად საყურადღებო პროცესებია სომხეთში, რუსეთში....

აღარაფერს ვამბობ ტრანს-ატლანტიკურ სივრცეზე, ევროკავშირსა და კოვიდზე. ჩვენ სად ვართ ამ დროს? ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს.

შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია... ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რას იტყოდით - ამ მოვლენებმა რა გვანახა, თან ცხადად - რატომ აღმოჩდა ამ ვითარებაში ქართული შიდა პოლიტიკა?

- დღევანდელი დღე იმ შეცდომათა ჯაჭვის ლოგიკური შედეგია, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში ჯიუტად და მონდომებით ვუშვებთ. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის საფრთხეზე და რომ ამას დამანგრეველი შედეგები ექნება ქვეყნისათვის. საუბედუროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს საფრთხე დღეს მაინც გათავისებულია.

საოცარია, რომ ჩვენივე, თუნდაც უახლესი, ისტორიიდან უმარტივესი გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ - არ შეიძლება ერთი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი მეორის მოსპობაზე იყოს აგებული. ეს დამღუპველი პარადიგმა საზოგადოებასაც ითრევს და მივდივართ ჯგუფებად დახლეჩილ მოსახლეობამდე, რომლებიც ერთმანეთთან საბრძოლველად იწევენ.

საოცარია, რომ ჩვენივე, თუნდაც უახლესი, ისტორიიდან უმარტივესი გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ - არ შეიძლება ერთი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი მეორის მოსპობაზე იყოს აგებული. ეს დამღუპველი პარადიგმა საზოგადოებასაც ითრევს და მივდივართ ჯგუფებად დახლეჩილ მოსახლეობამდე, რომლებიც ერთმანეთთან საბრძოლველად იწევენ

იქამდე მივედით, რომ რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას, „სტრატეგიული მოთმინებით“ ველაპარაკებით, ხოლო ჩვენივე თანამოქალაქეს მტერს ვუწოდებთ.

- მელიას დაკავებაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია და გამოხმაურება იყო მკვეთრად უარყოფითი. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება, სანქციები დაუწესდებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს და არა ქვეყანას.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მას მეტი კომუნიკაცია ექნება ჩვენს პარტნიორებთან, მეტ ინფორმაციას მიაწვდიან და ჩვენს პარტნიორებს მალე აქ მიმდინარე პროცესების მიმართ ნაკლები კითხვები ექნებათ.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლინად გამოიყურება ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები, რომ საქართველოში ავტორიტარიზმისკენ დგამს ნაბიჯებს და ასეთ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს პროდასავლური საგარეო კურსი?

- პარტნიორების შეფასებები საგანგაშოა. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ კრიტიკას ხელისუფლება კომუნიკაციის ნაკლებობით ხსნის. ამ არგუმენტის მომხრეებმა რით ვერ დაალაგეს კომუნიკაცია ხელისუფლებაში ყოფნის უკვე 9 წლის განმავლობაში?! მაგრამ პრობლემა კომუნიკაცია კი არა, საკუთარი შეცდომის არდანახვაა.

პარტნიორების შეფასებები საგანგაშოა. კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ კრიტიკას ხელისუფლება კომუნიკაციის ნაკლებობით ხსნის. ამ არგუმენტის მომხრეებმა რით ვერ დაალაგეს კომუნიკაცია ხელისუფლებაში ყოფნის უკვე 9 წლის განმავლობაში?! მაგრამ პრობლემა კომუნიკაცია კი არა, საკუთარი შეცდომის არდანახვაა

ვერნაირი კომუნიკაცია ვერ წარმოაჩენს შავს თეთრად, შეცდომას კი - წარმატებად. აქილევსის ქუსლად გვექცა მართლმსაჯულების სისტემა, პოლიტიკურ ოპონენტთან ურთიერთობა, არჩევნების ნორმალურად ჩატარება... ამის გამოსწორებას კომუნიკაცია კი არა, საქმის კეთება სჭირდება.

დიახ, ჩვენი პარტნიორები ნამდვილად ხედავენ პრობლემებს ქართული სახელმწიფოსათვის და გულწრფელად მიგვანიშნებენ მათი დაუყოვნებლივ აღმოფხვრის აუცილებლობაზე. ამას თავის მართლებით კი არა საქმით უნდა ვუპასუხოთ, ამისათვის კი საკუთარი შეცდომის დანახვა უნდა შეგეძლოს.

ჩვენი პარტნიორები ნამდვილად ხედავენ პრობლემებს ქართული სახელმწიფოსათვის და გულწრფელად მიგვანიშნებენ მათი დაუყოვნებლივ აღმოფხვრის აუცილებლობაზე. ამას თავის მართლებით კი არა საქმით უნდა ვუპასუხოთ, ამისათვის კი საკუთარი შეცდომის დანახვა უნდა შეგეძლოს

- რუსეთში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა აშშ-ს ხელისუფლებას საქართველოში ბერკეტების გამოყენებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, „რუსეთისაგან, ჩინეთისაგან ან ბელორუსისგან განსხვავებით აშშ-ს საქართველოში რეალური ბერკეტები აქვს, ახლა მისი გამოყენების დროა, ვიდრე ძალიან გვიან იქნება“.

ამ თემაზე თქვენ სოციალურ ქსელში ასე გამოხატეთ თქვენი სათქმელი - არც კი მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლება მოხდეს, თუკი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ქმედებებში გადაითარგმნება.“

ზოგმა მაკფოლის ეს განცხადება იმის ნიშნად მიიჩნია, რომ ვაშინგტონში სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორის დაკარგვის საფრთხე დაინახეს.

რა შეიძლება ყოფილიყო ჩვენში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების, იმავე მაიკლ მაკფოლის ამგვარი დასკვნების გაკეთების მიზეზი და საფუძველი?

- მაკფოლი ერთადერთი არაა, ამ პოზიციას სხვებიც იზიარებენ. ამის საფუძველი კი ჩვენ თავად შევქმენით საკუთარი თავის მუდმივად მართლების პოლიტიკით. სულ ცოტა ხნის წინ ყველაზე ცუდ სცენარშიაც კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში „ბერკეტების გამოყენებაზე“ ისაუბრებდნენ.

ქვეყანა, რომელიც ამაყობდა აღმოსავლეთ პარტნიორობაში ლიდერობით, ნატოს ასპირანტ სახელმწიფოებში წარმატებით და სამართლიანად ითხოვდა „მეტს მეტისათვის“, დღეს სრულიად საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. ამას ნამდვილად მოხერხება უნდოდა.

ქვეყანა, რომელიც ამაყობდა აღმოსავლეთ პარტნიორობაში ლიდერობით, ნატოს ასპირანტ სახელმწიფოებში წარმატებით და სამართლიანად ითხოვდა „მეტს მეტისათვის“, დღეს სრულიად საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა. ამას ნამდვილად მოხერხება უნდოდა

ვაკვირდები პარტნიორების კრიტიკაზე ჩვენს რეაგირებას და ვხედავ, რომ მართლაც არ გვესმის რამდენად ვზარალდებით. დღეს თითქოს გამოცდას ვაწყობთ დაწესდება თუ არა სანქციები. ამ დროს არ გვესმის რომ უკვე დავზარალდით, უკვე ვვნებთ ეროვნულ ინტერესს, რადგან ვლაპარაკობთ ნეგატიურ დღის წესრიგზე და არა იმ ინიციატივებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ეს ქვეყანა.

დღეს, ამგვარი ოდნავი შეფერხებაც კი საზიანოა ქვეყნისთვის. ჩვენ კი იმაზე ვმსჯელობთ, სანქციებს დაგვიწესებენ თუ არა.

- ბევრი თვლის, რომ მელიას „ქეისთან“ დაკავშირებით ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით ფაქტიურად ხელი შეუწყო საკუთარი თავის მახეში აღმოჩენას. მეტიც, ხელისუფლების მოვალეობა და ვალდებულებაა მეტი წინდახედულება გამოეჩინა, არ გადაედგა იმგვარი ნაბიჯები, რომელიც ავტორიტარულ ხელისუფლებებს ახასიათებთ.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ 2012 წლიდან „ქართული ოცნება“ თავის უპირველეს მიზნად „ნაციონალებთან“ ბრძოლას მიიჩნევდა. 2020 წლის არჩევნებმა კი აჩვენა რომ „ნაციონალები“ არ დასრულებულან, როგორც ამას უკვე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აცხადებდა.

ოპოზიციამ პარლამენტის წინ საპროტესო აქცია გამართა. პარლამენტის წინ დაიდგა კარვები. უკვე ვიცით, სად გამართავს ოპოზიცია საპროტესტო აქციებს.

რადგან ხელისუფლებას პროტესტანტების თავების დათვლასა და აქციაში მონაწილეტა მუხტზე ყურადღება ბევრჯერ გაუმახვილებია, რამდენად შთაბვეჭდავი შეიძლება ყოფილიყო მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის აქცია და რამდენად აქვს მმართველ გუნდს იმის რესურსი, რომ დაპირისპირება კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანოს?

- ქართული ოცნება“ ზუსტად იმ შეცდომას უშვებს, რასაც წინა ხელისუფლება უშვებდა - ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობის მიხედვით ატარებს ამა თუ იმ ცვლილებას. დემოკრატიული დღის წესრიგი იძულებით კი არ უნდა განახორციელო, არამედ საკუთარი საქმიანობის საფუძვლად უნდა აქციო.

კვლავაც ვიმეორებ, ხელისუფლების დანიშნულება ქვეყნის განვითარებაა და არა ოპოზიციის დამარცხება. კლასობრივი ბრძოლით ქვეყანა ვერ აშენდება და მით უფრო, ვერ განვითარდება. პარადოქსია, რომ საბჭოთა წარსულის მქონე საზოგადოებას ამის შეხსენება სჭირდება.

ხელისუფლების დანიშნულება ქვეყნის განვითარებაა და არა ოპოზიციის დამარცხება. კლასობრივი ბრძოლით ქვეყანა ვერ აშენდება და მით უფრო, ვერ განვითარდება. პარადოქსია, რომ საბჭოთა წარსულის მქონე საზოგადოებას ამის შეხსენება სჭირდება

მელიას საქმით ხელისუფლება იმ ჩიხში შევიდა, საიდანაც გამოსვლა ძალიან ძნელია და ეს მოცემულობა „ქართულმა ოცნებამ“ თავადვე შექმნა. გახარიას გადადგომა გამოფხიზლების ზარი უნდა ყოფილყო, მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს გზავნილი ვერც აღიქვა და უკვე მერამდენედ სწორედ იმ გზით წავიდა, რომლითაც არ უნდა წასულიყო.

სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე, ამ 30 წლის განმავლობაში, არ მახსენდება პოლიტიკური გუნდი, რომელიც ასე თანამიმდევრულად უშვებდეს შეცდომებს.

მელიას საქმით ხელისუფლება იმ ჩიხში შევიდა, საიდანაც გამოსვლა ძალიან ძნელია და ეს მოცემულობა „ქართულმა ოცნებამ“ თავადვე შექმნა... სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე, ამ 30 წლის განმავლობაში, არ მახსენდება პოლიტიკური გუნდი, რომელიც ასე თანამიმდევრულად უშვებდეს შეცდომებს

- სანქციებზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ დასავლეთი არა ხელისუფლებას, არამედ პირადად ივანიშვილს უნდა ესაუბროს.

როგორც ჩანს, ამ პროცესში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების ჩართულობა არასაკმარისად ჩაითვალა.

უკვე ვიცით, რომ მომავალ კვირას თბილისს ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა, რომელსაც ევროდეპუტატებმა საქართველოში შუამავლის როლის შესრულება სთხოვეს.

კომპრომისების აუცილებლობაზე ორივე მხრიდან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის კახი კალაძემ განცხადება კი გააკეტა, მაგრამ ვხედავთ რომ ოპოზიცია მელიას გათავასუფლების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. არც ხელისუფლება აპირებს ოპოზიციასთან თუნდაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით გამართულ დიალოგზე ვადამდელი არჩევნების თემაზე საუბარს.

დამკვირვებელთა ნაწილი კარგა ხანია მიიჩნებს, რომ შექმნილ ვითარებაში საუკეთსო და უმტკივნეულო გამოსავალი ვადამდელი არჩევნების შესახებ შეთანხმება იქნებოდა. მაგრამ, ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ ამაზე მმართველი გუნდი დათანხმდეს. სპიკერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ურჩევს შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა“, მაგრამ ამ განცხადებებზე ოპოზიცია უკვე აღარ რეაგირებს.

ოპოზიცია ხაგზასმით და დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას მოუწევს მელიას, რურუას გამოშვება და ვადამდელი არჩევნებზე დათანხმება. რა აძლევს ოპოზიციის ლიდერებს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები აუცილებლად ჩაინიშნება და ჩატარდება?

- ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანია. მისი მიზანი უნდა ყოფილიყო საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული ქვეყნის წარმოჩენა და იმ ინიციატივებზე მსჯელობა, რამაც ჩვენს ევროკავშირთან ინეგრაციის ხელი უნდა შეუწყოს.

სამწუხაროდ, განვითარებულმა მოვლენებმა ამ დღის წესრიგში კორექტივები შეიტანა და მთავარ თემად შედაპოლიტიკური კრიზისი აქცია.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, პოლიტიკას თავისი კანონები აქვს. არსებული მოცემულობა ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას გამორიცხავს, ხოლო დღევანდელი კონფიგურაციით კი პარლამენტი სრულფასოვან პარლამენტად ვერ იქცევა. ამიტომაც საუბრობს ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე. რაც მალე გააცნობიერებს „ქართული ოცნება“ ამ მარტივ ჭეშმარიტებას, მით უფრო მალე გადავალთ კრიზისის განმუხტვის რეჟიმზე.

პოლიტიკას თავისი კანონები აქვს. არსებული მოცემულობა ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას გამორიცხავს, ხოლო დღევანდელი კონფიგურაციით კი პარლამენტი სრულფასოვან პარლამენტად ვერ იქცევა. ამიტომაც საუბრობს ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე. რაც მალე გააცნობიერებს „ქართული ოცნება“ ამ მარტივ ჭეშმარიტებას, მით უფრო მალე გადავალთ კრიზისის განმუხტვის რეჟიმზე

- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მედიატორების შუამავლობით ადრე თუ გვიან მაინც გაიმართება. დღევანდელი გადასახედიდან რა ჩანს - რაზე შეიძლება შეთანხმდენენ მხარეები?

- შეთანხმება მხოლოდ საქართველოს უკეთეს მომავალზე უნდა მოხდეს. ეს კი ნიშნავს, რომ არსებული დაპირისპირების მოცემულობა თვისობრივად უნდა შეიცვალოს. დღეს მოვლენები ნულოვანი შედეგის (zero sum) პარადიგმით ვითარდება, როდესაც ნებისმიერი კომპრომისი სისუსტედ და წაგებად აღიქმება.

ასეთი მიდგომით შეთანხმება არ მიიღწევა. საჭიროა კონცენტრირება ეროვნულ ინტერესებზე იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია, ქართული სახელმწიფო და არ დავუშვათ წლების განმავლობაში ასეთი წვალებით აშენებულის დანგრევა.

პოლიტკოსის პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამის გათავისებას შევძლებთ.

- უკვე ცხადია, რომ თუ ხელისუფლებასა და ოპოზიცხიას შორის კომპრომისი ვერ მოიძებნა, კრიზისის დეესკალაცია ვერ მოხერხდება. სამწუხაროდ, ყველაფერ ამის ფონზე მძიმდება პოლიტიკური ფონი, რასაც ემატება უმძიმესი სოციალურ-ეკონიმიკური მდგომარეობა.

ბევრი იმაზეც მიანიშნებს, რომ ვითარების დასაწყნარებლად დიდი დრო არაა დარჩენილი და თუ ყველა პასუხიმგებლიანმა ძალამ ვერ შეძლო დეესკალაციაში თავის წვლილის შეტანა, რუსული ოკუპაციის 100 წლის თავზე ქვეყანა უმძიმესი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება.

ვიდრე, როგორც იტყვიან ხოლმე - ურემი ჯერ არ გადაბრუნებულა, რა უნდა გააკეთონ პასუხიმგებლობის მქონე ქვეყნის მოქალაქეებმა, რომ ქვეყანამ შეძლოს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება?

- მთავარი ისაა, რომ პოლიტიკოსებს პასუხუსმგებლობის შეგრძნება დავუბრუნოთ. ყველამ უნდა გააცნობიეროს რომ პოლიტიკოსები ხალხის დაკვეთას უნდა ასრულებდნენ და რომ საქართველოს კონსტიტუციის პირველი ფრაზა „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები“ მხოლოდ ლამაზი ჩანაწერი არ არის.

დღეს პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი რეალობას აცდენილია - ხელისუფლებას 2012 წელი ჰგონია, ოპოზიციის ნაწილს კი -2003. ასეთ კოგნიტურ დისონანსში რაციონალური გადაწყვეტილება ვერ მოიძებნება. ამიტომაც სწორედ საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად შევძლებთ კრიზისიდან გამოსვლას.

დღეს პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი რეალობას აცდენილია - ხელისუფლებას 2012 წელი ჰგონია, ოპოზიციის ნაწილს კი -2003. ასეთ კოგნიტურ დისონანსში რაციონალური გადაწყვეტილება ვერ მოიძებნება. ამიტომაც სწორედ საზოგადოების აქტიურობაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად შევძლებთ კრიზისიდან გამოსვლას

დაუშვებელია, რომ არსებული რადიკალიზაცია საზოგადოებაში გავრცელდეს. სამწუხაროდ, ამის ნიშნები სახეზეა და ვახო სანაიას ოჯახზე განხორციელებული თავდასხმა ამის ერთ-ერთი დასტურია.

აღმაშფოთებელია, როგორც თავად ფაქტი, ასევე ზოგიერთი კომენტარიც, რომელიც ღვარძლითა და ანგარიშსწორების სურვილით იყო განმსჭვალული. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გახლეჩილი საზოგადოება ქვეყნის განადგურებისკენ მიმავალი გზაა. ეს ყველას უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს.

- ამ თემებზე საუბრისას ჩვენ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ იმას, რაც ახლა ჩვენს მეზობელ სომხეთში ხდება. სომხეთი უკვე დგას სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ფაშინიანმა კარგა ხნის წინ გამოაცხადა, რომ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, სამხედროებმა გამოაცხადეს რომ პრემიერს არ ემორჩილებიან და გადადგომისკენ მოუწოდეს. ყოფილმა პრეზიდენტმა კოჩარიანმა ხალხს მოუწოდა მხარი დაუჭირონ ჯარს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილიციელებიც ჯარის მხარეზე გადადიან.

სომხეთში განვითარებულ პროცესების უკან ბევრი კრემლს მოიზრებს. შესაძლოა, ახლა პუტინს პაშინიანი ურჩევნია კოჩარიანს, ვინაიდან დისკრედიტებულია. არც ისაა გამორიცხული „ყარაბაღელების კლანის“ სომხეთის მმართველობაში დაბრუნებაც აწყობდეს პუტინს ბაქოზე ზეწოლისათვის და მთიან ყარაბაღში არსებული სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად. ფაქტია, რომ რაც უფრო მეტად აირევა ვითარება სომხეთში, მით მეტად გაიძლიერებს მოსკოვი პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენს შიდა პოლიტიკაში ისე არ აირიოს ვითარება, რომ ამით ისევ მოსკოვმა ისარგებლოს. არადა ვხედავთ, რომ მმართველი ძალაც და ოპოზიციაც ერთმანეთს სწორედ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებებში სდებენ ბრალს.

ძნელი დასაჯერებელია, რომ მმართველ ძალასა და ოპოზიციაში არ ესმოდეთ, რომ ორივე მხარეს ნებსით თუ უნებლიეთ რუსული საქმის კეთება უფრო გამოსდის, ვიდრე ქართულის.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სომხეთში დაწყებულ პროცესებს ჩვენში მიმდინარე პროცესებთან?

- საუბრის დასაწყისში ნაწილობრივ შევეხეთ ამ თემას. სომხეთში მიმდინარე მოვლენები უაღრესად საყურადღებოა საქართველოსთვის. ცხადია, რომ რუსეთს საკუთარი დღის წესრიგი აქვს და მის განხორციელებას ბოლომდე შეეცდება.

სამწუხაროდ, მას სომხეთში მოქმედების ფართო არეალი აქვს და მძალვრი ინსტრუმენტებიც გააჩნია. მოსკოვი ყოველ ღონეს იხმარს, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს დაწოლა როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანსა და საქართველოზე. სავალალოა, რომ ამას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ.

ნორმალურ ვითარებაში სომხეთსა და ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე უსაფრთხოების საბჭოც შეკრებილი უნდა იყოს და საპარლამენტო განხილვაც უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ჩვენ ისევ შიდა პრობლემებით ვართ გართულნი და უახლოეს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებს ისე ვუყურებთ, თითქოს სხვა პლანეტაზე ხდებოდეს.

ნორმალურ ვითარებაში სომხეთსა და ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე უსაფრთხოების საბჭოც შეკრებილი უნდა იყოს და საპარლამენტო განხილვაც უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ჩვენ ისევ შიდა პრობლემებით ვართ გართულნი და უახლოეს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებს ისე ვუყურებთ, თითქოს სხვა პლანეტაზე ხდებოდეს

ყველა მეზობელმა - აზერბაიჯანმა, თურქეთმა, რუსეთმა, ირანმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ყველამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, საქართველოს გარდა. ასეთი „სტრატეგიული დუმილის“ პოლიტიკა კარგს არაფერს მოგვიტანს და ჩვენს საერთაშორისო როლსაც მნიშვნელოვნად აკნინებს.

- დამკვირვებელთა გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ერევანსა და თბილისში მიმდინარე პროცესები რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენში პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩენილი პროცესი სულაც არაა შემთხვევითი და ერევანში დაწყებულ მოვლენებთან გარკვეულ კავშირშიც კია?

- ჩვენ იმდენად ვართ გართულნი ერთმანეთთან კინკლაობით, რომ მეტოქეს ძალისხმევაც აღარ სჭირდება. ფართოდ გვაქვს გაღებული კარი რუსული რბილი ძალისა და მისი ეკონომიკური ზეგავლენის ზრდისათვის. ყველაფერთან ერთად სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაც სანქციების დაწესება-არ დაწესების რეჟიმში გადავიტანეთ.

ფაქტიურად, ჩვენი ხელით ვახორციელებთ ოკუპანტის პოლიტიკურ დღის წესრიგს. დღეს საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშეა. იმავდროულად იმის შესაძლებლობებიც არსებობს, რომ ამას თავი დავაღწიოთ და საფრთხე ავიცილოთ.

ფაქტიურად, ჩვენი ხელით ვახორციელებთ ოკუპანტის პოლიტიკურ დღის წესრიგს. დღეს საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშეა. იმავდროულად იმის შესაძლებლობებიც არსებობს, რომ ამას თავი დავაღწიოთ და საფრთხე ავიცილოთ

დღეს, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში მართლაც შეიძლება შევქნათ ე.წ. შესაძლებლობების ფანჯარა თუკი მოვახერხებთ და ეროვნულ ინტერესებზე შევძლებთ კონცენტრირებას. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ნამდვილად სურთ საქართველოს დახმარება და ეს მოცემულობა უნდა გამოვიყენოთ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
ძალიან მიხაროდა, როცა ბავშვობაში მამაჩემი წიგნს მჩუქნიდა ხოლმე და აწერდა ასეთ ფრაზას... - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით